თბილისი. ასოციაცია „ელკანა" ბუნების მოყვარულებს სთავაზობს ახალ ტურისტულ ბილიკებს ონისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში. ბილიკები შემუშავებულია პროექტის - „სოფლის ტურიზმის განვითარება საქართველოში" ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით. ბილიკები მონიშნულია და განკუთვნილია ქვეითად მოგზაურთათვის.
კერძოდ: ბუბისა და თბილისას ბილიკები. დასაწყისი კურორტი შოვიდან. მარშრუტების გავლა შესაძლებელია ორხიდიანი მანქანებითაც;
ღურშევის ბილიკი ქვეითად მოსიარულეთათვის. დასაწყისი კურორტი შოვიდან;
ვაიოს ველების ბილიკები. დასაწყისი ვარძიიდან. მარშრუტის გავლა შესაძლებელია ასევე მთის ველოსიპედებითა და ორხიდიანი მანქანებით.
ბილიკების გავლა შესაძლებელია ინდივიდუალურად. ბილიკების ნიშნულებზე მითითებულია ადგილის სიმაღლე და მანძილი დანიშნულების ადგილამდე.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ასოციაცია „ელკანას" სოფლის ტურიზმის განყოფილებაში.
წყარო: cenn