en
ge

გამჭვირვალობა: „აჭარის ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ იცვლება“

თბილისი.საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს „თავის შეიკავოს წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებისაგან". როგორც ორგანიზაციის გვერდზეა აღნიშნული მათთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აჭარის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომელთა შორისაა ჯანდაცვის პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის დაფინანსების ზრდა.
„აღვნიშნავთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" არ ეწინააღმდეგება ბიუჯეტის ერთ-ერთ ცვლილებას, რომელიც აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის დაფინანსებას ეხება, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოწვეულია გამოუვალი მდგომარეობით და მისი გადადება დეპარტამენტის არსებობას საფრთხეს შეუქმნის. გარდა ამისა, ეს ინიციატივა თავისი არსით, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენებასთან არ ასოცირდება.
იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საბჭო მაინც განახორციელებს საბიუჯეტო ცვლილებებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"  ხარჯების შესაჩერებლად მიმართავს სასამართლოს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)