აჭარა. 24 ივლისს, ასოციაცია „ღირსეული სიბერის" ოფისში, პროექტ „ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის" ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ხანდაზმულთა დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ იმსჯელეს. „სამწუხაროდ ხანდაზმულთა მიმართ ოჯახის წევრების მიერ თაღლითობის და ძალადობის ფაქტები გახშირდა. ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც განიცდიან ძალადობას, არიან ოჯახის წევრების მიერ დისკრიმინაციის მსხვერპლნი, ერიდებიან ამ თემაზე საუბარს, სირცხვილის და დამცირების გრძნობის გამო და რაც მთავარია შიშის გამო, რომ თავისი მდგომარეობის აღიარებით ისინი კიდევ უფრო გაირთულებენ თავის ისედაც გაუსაძლის მდგომარეობას. ოჯახური ძალადობის სტერეოტიპების დარღვევა კი ისაა, რომ ყველამ: მსხვერპლმაც და საზოგადოების წევრმაც თქვას ის, რასაც გრძნობს და აწუხებს; არ დამალოს ძალადობის ფაქტი და არ ილაპარაკოს მხოლოდ ის, რაც სოციალურად მისაღები და სტერეოტიპებით გამყარებულია", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში