თბილისი. ზიანის შემცირების ქსელი ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით რამდენიმე დღიან ღონისძიებებს მართავს. კამპანიის ორგანიზატორები მიესალმებიან საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მოუწოდებენ მას, გააგრძელოს და კიდევ უფრო დახვეწოს ხელმისაწვდომობის პოლიტიკა C ჰეპატიტის ძვირადღირებულ მკურნალობაზე.
ორგანიზატორები ასევე, აქტიურად მოუწოდებენ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ შეამცირონ ფასები სამკურნალო პრეპარატებზე. ამ საკითხზე 24 ივლისს გაიმართა ფარმაკომპანიების ოფისებთან მედიკამენტების გაიაფების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი:
26 ივლისს, პარასკევს, 11:00 საათზე, თბილისში გაიმართება პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა ქორთიარდ მარიოტში (თავისუფლების მოედ.1).
25 ივლისს, ხუთშაბათს, 12 საათზე გორში გაიმართება იმავე სახის ღონისძიება, ხოლო 26 ივლისს, პარასკევს 12:00 ზუგდიდსა და ბათუმში.
28 ივლისს, კვირას, ბათუმში 20:00 საათზე კამპანია დასრულდება კონცერტით, რომელიც გაიმართება ანბანის კოშკთან.
წყარო: www.osgf.ge