en
ge

საფინანსო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების ანალიზი

თბილისი. 31 ივლისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ანალიტიკურმა ცენტრმა „ეკონომეტრი" საგადასახადო, საბანკო და მომიჯანვე კანონმდებლობაში შესული ცვლილებების ანალიზი წარმოადგინა. საკვლევ პერიოდს წარმოდგენდა 9 თვე, როდესაც ძირითადი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შეფასებიდან ანალიტიკურმა ცენტრმა დაასკვნა, რომ ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა საბანკო–საფინანსო სფეროში მანამდე არსებული ვითარება, ასევე ყველა ტიპის საფინანსო სერვისის განმახორციელებელი ინსტიტუტისთვის დადგინდა და ამოქმედდა  ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის და ფინანსური მონიტორინგისთვის გადაცემის წესი, რომელმაც კვლევის მიხედვით ამავე ფინანსურ ინსტიტუტს დაუმძიმა კლიენტთან ურთიერთობების პირობები.  
ანალიზში ასევე ნახსენებია, რომ განსაკუთრებით გამოიკვეთა „პოლიტიკურად აქტიური პირის" ან „მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირების" საკითხი. მაგალითად, ისევე როგორც ფინანსური სერვისით დაკვებული სხვა ინსტიტუტები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიც  ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას და მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად და განახორციელოს გაძლიერებული მონიტორინგი. 
ანგარიში მომზადდა ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველოს" მხარდაჭერით და იგი არ მოიცავს რეკომანდეციებს. ანგარიშის ავტორთა აზრით, რეკომენდაციები საჯარო განხილვების და დისკუსიის შედეგად ჩამოყალიბდება.
ანგარიში "საქართველოს საბანკო, საგადასახადო, სააღსრულებო და მათ მომიჯნავე კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები"

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)