შიდა ქართლი. 23 ივლისს, ფონდი „ღია
საზოგადოება
საქართველოსა" და საზოგადოება „ბილიკის" ერთობლივი აქცია გაიმართა ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლების სკოლებისთვის. აქციის ფარგლებში გორის რაიონის სოფლების - ხურვალეთის, შავშვების და წითელუბნის სკოლების ბიბლიოთეკებს გადაეცათ წიგნები, რომელიც თბილისის საჯარო სკოლებში შეგროვდა.
შეხვდერას ესწრებოდნენ ხურვალეთის, წითელუბნისა და შავშვების სკოლის დირექტორები და მოსწავლეები. წიგნებთან ერთად სკოლებს გადაეცათ ლამინირების აპარატები და თბილისის სკოლის მოსწავლეების მიერ გამოგზავნილი წერილები.
შეკრებილ მოსწავლეებს ზიანის შემცირების მიმართულებისა და პროგრამის „აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრების გარეშე" კოორდინატორები
ადამიანის უფლებებსა და საზოგადოებრივ ჩართულობის თემატიკაზე ესაუბრნენ. განხილული იყო ის საფრთხეები, რომელის წინაშეც შეიძლება მოზარდი დადგეს. ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და შემდგომ პარტნიორობაზე.
ღონისძიება განხორციელდა პროექტის –
„ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს გაეროს ასოციაცია, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
წყარო: „ბილიკის" გვერდი სოციალურ ქსელში