აჭარა.სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა სამუშაო შეხვედრების ციკლი არასამთავრობო
ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობაზე 25 ივლისს, ბათუმში დაასრულა. ინსტიტუტის
ექსპერტები აჭარის რეგიონში მოქმედი არასამთავობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საკითხები: ფილანტროპია და მოხალისეობა, გრანტები და სახელმწიფო დაფინანსება, სოციალური მეწარმეობა. სამოქალაქო
საზოგადოების ინსტიტუტმა სამუშაო შეხვედრები 21 ივნისს დაიწყო და შიდა ქართლი,
სამცხე–ჯავახეთი, კახეთი, იმერეთი, გურია და აჭარა მოიცვა.