თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია 27 ივლისს დაგეგმილ ნაციონალური მოძრაობის პრაიმერთან დაკავშირებით შსს-ს მიმართავს. „ასოციაცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომების მიღების თხოვნით, რათა, თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო პროვოკაციები. ვიმედოვნებთ, რომ როგორც შსს-ს წარმომადგენლები, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიების წევრები და აქტივისტები იმოქმედებენ კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ დაფიქსირდება სიტუაციის ესკალაცია", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში