იმერეთი. სამეცნიერო ინტელეკლუტუალურმა კლუბმა „თაობათა
დიალოგი" „ტოლერანტობის საღამო" გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ
ქუთაისში მცხოვრები 5 ქვეყნის ამერიკის, უკრაინის, ნიგერიის, ინდოეთისა და
საქართველობს წარმომადგენლები.
ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთის მონაცვლეობით თავიანთი კულტურა ტრადიციული საკვები, ტანისამოსი და ფოლკლორული ნაწარმოებები წარმოაჩინეს. „ტოლერანტობის საღამოს" მიზანია ქუთაისში მცხოვრები თუ მოღვაწე სხვადასხვა ეროვნების ადამიანის შეკრება და ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე, თითოეული მათგანის კულტურისა და ტრადიციების ერთმანეთისთვის და საზოგადოების ფართო სპექტრისთვის გაცნობა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში