en
ge

„საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისთვის“

სამეგრელო. „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის", ასოციაცია „ათინათისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ერთობლივი პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისთვის" ფარგლებში 28 ივლისს გაიმართა შეხვედრა სოფლების ანაკლიისა და განმუხურის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები. შეხვედრებზე ასევე მოკვლეულ იქნა კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რაც გათვალისწინებული იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში. პროექტის ფარგლებში მსგავსი ტიპის შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
პროექტი ხორციელდება „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მხარდაჭერით.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)