თბილისი. 30 ივლისიდან 2 აგვისტომდე თბილისის მულტიმედია საგანმანათლებლო ცენტრში ტარდება ტრენინგი დოკუმენტური ფილმების სცენარების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეებისათვის.
დოკუმენტური ფილმების სცენარების კონკურსი „ჩვენ ვსაუბრობთ სამოქალაქო განათლებაზე" ჩატარადა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის, სოციალური მედიის კომპონენტის ფარგლებში. მასში მონაწილეობა მიიღო პროგრამის პარტნიორი სკოლების 27 მოსწავლემ, ხოლო გაიმარჯვა 10 მოსწავლემ. მათ ტრენინგის ფარგლებში საშუალება აქვთ, შეისწავლონ ვიდეოს მომზადების მეთოდები და ასევე დაეუფლონ საკუთარი პროდუქტის გავრცელებაში სოციალური მედიის გამოყენების ეფექტურ საშუალებებს.
ტრენინგის შემდეგ გამარჯვებულ გუნდს, საშუალება მიეცემა საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღოს ფილმი. ტრენინგს უძღვებიან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორები.
წყარო: civics.ge