თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნას ეხმაურება, რომელიც 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს
ეხება.
„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო (აიდაჰოს) დღისადმი მიძღვნილი აქციისა და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ დასკვნის განხილვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფის მიუხედავად, შენიშვნების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სამოქალაქო სექტორმა კომიტეტს წარუდგინა და რომელზეც სამუშაო შეხვედრებზე კონსენსუსი მიიღწა, დასკვნის საბოლოო ტექსტში, სამწუხაროდ, არ არის ასახული...", –
ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში