თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აქვეყნებს
პუბლიკაციას – „ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში:
გადავადებული თუ რეალური რეფორმა".
„სისხლის სამართლის პროცესში
შესატანი ცვლილებების
გადავადება უკვე ერთგვარი ტენდენციის სახეს იღებს. მოწმის დაკითხვის ახალი წესისა და დაცვის მხარისათვის დამატებითი
უფლებების მინიჭების
გადავადებას საქართველოს მთავრობა
იმ არგუმენტით
ასაბუთებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები
ჯერ კიდევ
არ არიან
მზად ახალი
ნორმების ამოქმედებისათვის.
თუმცა, გაუგებარია
რა ტიპის
მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს ამ ორი უმნიშვნელოვანესი ნორმის იმპლემენტაციისთვის", ნათქვამია პუბლიკაციაში.
წყარო: ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში