en
ge

გაეროს ქალთა ორგანიზაციის შეხვედრა სამოქალაქო მრჩეველთა ჯგუფთან

თბილისი. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამოქალაქო მრჩეველთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის სიახლეები, ახალი აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს ოფისის დეცენტრალიზების პროცესი, ეს მცირე ჩამონათვალია თემებისა, რომელთა გარშემოც შეხვედრა შედგა.
ამ ეტაპზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის გადახალისება და გაძლიერება მიმდინარეობს. გადახალისების პროცესში საქართველოს ოფისის გაძლიერება და მისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2010 წელს დაარსდა. მისი ოფისი საქართველოშიც არსებობს და მჭიდრო თანამშრომლობა აქვს გენდერის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. როგორც ისინი მიიჩნევენ, საქართველოს ოფისის გაძლიერება, გენდერული მეინსტრიმინგის თვალსაზრისით, ქვეყნისათვის ბევრი სასიკეთო ცვლილების მომტანი იქნება.
სრულად
წყარო: პორტალი GINSC 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)