en
ge

მრგვალი მაგიდა „ღია მმართველობის პატნიორობის“ საკითხებზე

თბილისი. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში „ღია მმართველობის პარტნიორობისა" და მოქალაქეთა ჩართულობის თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო „ღია მაართველობის პარტნიორობის" საერთაშორისო ტენდენციების გაცნობა, სამოქმედო გეგმის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების მიღება, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და სამოქმედო გეგმაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის ხელშეწყობის საკითხების განხილვა იყო.
„ღია მმართველობის პარტნიორობა" პრეზიდენტ ობამას ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისაგან უპრეცედენტო გამჭვირვალობის მიღწევას და მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას გულისხმობს.
ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის – „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართა.
სრულად
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)