აჭარა. 28 ივლისს ქობულეთში CISV-საქართველოს ორგანიზებით "Youth in
Action"-ის ფარგლებში დაიწყო გაცვლითი პროგრამის განხორციელება "Hold My
Hand, Speak to Me". აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2013 წლის 20-27 ივლისს ტრენინგები ჩატარდა სომხეთში, ქალაქ სტაპანავანში.
ტრენინგების თემაა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებასთან ინტეგრაცია.
პროექტში მონაწილეობენ საქართველოს, ნორვეგიის, სომხეთის, პოლონეთის, უკრაინის, ბელორუსიის, მოლდოვის წარმომადგენლები. ქართულ დელეგაციას წარმოადგენენ CISV-საქართველოს მოხალისეები. პროექტი დასრულდება 4 აგვისტოს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი
სოციალურ ქსელში