შიდა ქართლი. 27 ივლისს „რადარამმა" ჯგუფი გორის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში ორგანიზაციის მიერ ნათარგმნი ბოლო წიგნის, ჯეი მათეუსის „იშრომე ბევრი იყავი კეთილის" პრეზენტაცია გამართა.
„ჯეი მათეუსი მოგვითხრობს ორი მასწავლებლის შესახებ, რომლებმაც სრულიად განსხვავებული სკოლები შექმნეს ამერიკის საგანმანეთლო სივრცეში. მათ საშინელ პირობებში დაიწყეს მუშაობა – არც მატერიალური ბაზა ჰქონდათ, არც შესაბამისი სახსრები გააჩნდათ, არც მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი რომ ესწავლათ და არც განათლების სფეროს ჩინოვნიკებს სჯეროდათ, რომ ეს ორი გაბედული, გამოუსწორებელი ოპიტიმისტი რამეს მიაღწევდა. ყველაფერი კი პირიქით მოხდა! როგორ, რა რესურსით, რა ტიპის თავდადებისა თუ თავგანწურვის ხარჯზე – ამას წიგნიდან შეიტყობთ" – ასეთ აღწერას უკეთებს წიგნს „რადარამი".
წყარო: katokaterina.wordpress.com