en
ge

სემინარი ქართველი ემიგრანტებისთვის კომპანიის დაფუძნებაზე

გერმანიის მიგრაციისა და განვითარების ცენტრი - CIM 13-14 სექტემბერს ფრანკფურტში სემინარს გამართავს ქართველი მიგრანტებისათვის, რომლებიც საქართველოში საკუთარი კომპანიის დაფუძნებას გეგმავენ. მონაწილეებს მიეცემათ საშუალება შეხვდნენ თანამოაზრეებს, CIM–ის კონსულტანტებს და მიიღონ რჩევები გამოცდილი ექსპერტებისაგან. სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: შანსები და რისკები ქართულ ბაზარზე,  ქართული ბაზრის განვითარების პოტენციალი და კონიუნქტურა, რა ბარიერებს შეიძლება წააწყდეს ახალბედა დამფუძნებელი საქართველოში, შესაძლო პრობელემების მოგვარების გზები, საკონტაქტო პირები დამფუძნებლებისათვის, როგორც საქართველოში ასევე გერმანიაში, რამდენად დაფინანსებადია იდეა, ბიზნესგეგმა და მისი საჭიროება, როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია ქართული ბაზრის შესახებ, როგორ დავამყაროთ საჭირო კონტაქტები საქართველოში, კომუნიკაცია ქართველ ბანკებთან და პარტნიორებთან. სემინარზე მოწვეული არიან ქართველი ექსპერტებიც. მათ შორის ქართველი დამფუძნებელი რომელმაც გერმანიიდან დაბრუნების შემდგომ, საქართველოში საკუთარი ბიზნესგეგმა განახორციელა.
საკონტაქტო ინფორმაცია – startup@cimonline.de; Tel. +49 (0) 69 71 91 21 – 153
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023