სამცხე–ჯავახეთი. დემოკრატ მესხთა კავშირის
ოფისში კარლ პოპერის მეთოდით დებატები ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მისიის შესახებ. დებატებში მონაწილეობას იღებდნენ ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრები.
ღონისძიება ჩატარდა დემოკრატ მესხთა კავშირის ორგანიზებით, პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში"
– ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში