თბილისი. ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი" 5 აგვისტოს
თბილისის ზღვაზე მდებარე სკოლასთან არსებულ ტყეს დაასუფთავებს. ასოციაციას
ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდება. „ჩვენი მიზანია დავანახოთ ხალხს, რომ გარემოზე ზრუნვა არის არა მხოლოდ საჭიროება, არამედ თითოეული ჩვენგანის მოვალეობა. ...ჩვენ შეგვიძლია დიდი ცვლილებების მოხდენა მცირედი ნაბიჯებით, სწორედ ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანი არა არის რევოლუცია, ჩვენ გვჭირდება ევოლუცია", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ
ქსელში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში