სამცხე–ჯავახეთი. 30 ივლისს ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის, თვითმმართველობის, მოსახლეობისა და საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს, 15 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით ახალციხის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებულობის და ჩართულობის საკითხს მოიცავს.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო ახალციხის მუნიციპალიტეტის 18 სოფელსა და 2 ქალაქში მცხოვრებმა 1913-მა მოქალაქემ.
პროექტი ახალგაზრდული საკრებულო დაფინანსებულია საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ და მას არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი" ახორციელებს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში