თბილისი. ადამიანის უფლებების
სწავლების და მონიტორინგის ცენტრი
(EMC) ამერიკის ეროვნულ
დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით,
ახორციელებს პროექტს, „საარჩევნო
სისტემის რეფორმის
ხელშეწყობა საქართველოში".
პროექტის ფარგლებში
გაიმართა პირველი
მრგვალი
მაგიდა თემაზე
„ქართული საარჩევნო სისტემა
- გამოწვევები და პერსპექტივები" შეხვედრას ესწრებოდნენ
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები,
შეხვედრაზე განხილეს საქართველოს
საარჩევნო სისტემების ხარვეზები,
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების
რეკომენდაციები, ქართული საარჩევნო
სისტემის გამოწვევები და ოპტიმალური საარჩევნო
სისტემები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია
კიდევ სამი შეხვედრა, საარჩევნო
საკითხების ექსპერტების, საარჩევნო
ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური პარტიების
მონაწილეობით.
წყარო: ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში