en
ge

დანიელა რიფი საზაფხულო ბანაკს ეწვია

მცხეთა–მთიანეთი.29 ივლისს დაბა ბაზალეთში, სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში გაიმართა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის, დანიელა რიფის შეხვედრა ბანაკის მონაწილე მოსწავლეებთან.
შეხვედრის დროს დანიელა რიფმა ისაუბრა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობაზე საქართველოში. მან აღნიშნა, რომ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, რომელებიც ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. მან მოსწავლეებს სამოქალაქო ჩართულობს შესახებ ესაუბრა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
ბანაკის მონაწილეებმა სტუმარს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგები გააცნეს და უამრავი კითხვა დაუსვეს აშშ-ში თავაინთი თანატოლების სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის შესახებ.      
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი ჰიმნი შეასრულეს და საპატიო სტუმართან სამახსოვრო სურათები გადაიღეს. 
სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი - „მე  აქტიური მოქალაქე"  ორგანიზებულია  PH International - საქართველოს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით. ბანაკის მონაწილეები არიან უფროსკლასელი მოსწავლეები საქართველოს 11 რეგიონიდან.
წყარო: civics.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)