აჭარა. ინტერნიუს–საქართველოს ორგანიზებით ჩაქვში საზაფხულო მედიაბანაკი გაიხსნა. ბანაკის 21 მონაწილეს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან სამი კვირის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული სემინარები შემდეგ თემებზე ჩაუტარდებათ: ტელეჟურნალისტიკის საფუძვლები, რეპორტაჟების მომზადების ხელოვნება, კომპიუტერული და ვიდეო მონტაჟი, კონფლიქტების ანალიზი, ახალი მედია და სატელევიზიო ჟურნალისტიკა, რომელზეც სემინარს BBC-ის ჟურნალისტი ამანდა ჰარპერი გაუძღვება.
საზაფხულო მედია ბანაკის მუშაობის დროს მოზარდების მომზადებული საინფორმაციო გამოშვება ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გავა. ასევე მედიაბანაკის მონაწილენი სექტემბრიდან დაიწყებენ ახალგაზრდული სატელევიზიო პროგრამის „ჩვენი ექსპრესის" მომზადებას, რომლის ხილვაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იქნება შესაძლებელი.
მედია ბანაკი მუშაობს საერთაშორსიო პროექტის „საბავშვო გზაჯვარედინის" ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აკრედიტებული ბრიტანეთის საელჩოების კონფლიქტების ფონდი.
წყარო: media.ge