თბილისი. ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციამ ადვოკატ გიორგი ნარმანიას ბლოგპოსტი – „პრემიის გაცემის წესი საჯარო სამსახურში"
– ვებ–გვერდზე განათავსა.
„საიას მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, საქართველოს
სამინისტროთა აბსოლუტურ უმრავლესობაში, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს
პარლამენტში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ არსებობს პრემირების წესის
განმსაზღვრელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მიუხედავად ამგვარი აქტის არარსებობისა,
უწყებები აქტიურად გასცემენ პრემიებს და ეს, როგორც წესი, ხორციელდება უწყების ხელმძღვანელის
ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე. წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების არარსებობა
შეუძლებელს ხდის, ობიექტურად შეფასდეს უწყების ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება
პრემიის გაცემისა თუ პრემიის ოდენობის შესახებ. შესაბამისად, ჩნდება მნიშვნელოვანი
კითხვები გაცემული პრემიის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: gyla.ge