en
ge

„ანა ფრანკი – აქტუალური ისტორია“

იმერეთი. 30 ივლისს, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა ანა ფრანკის სახლის (ამსტერდამი) ორი გამოფენა - „წერა-კითხვა ანა ფრანკთან ერთად" და „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია".
გამოფენები განკუთვნილია 10-15 წლამდე მოზარდებისთვის. იგი ღიაა ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა და მუშაობს 11:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით. გამოფენა ქუთაისში 8 აგვისტომდე დარჩება.
საგანმანათლებლო პროექტი „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია" ხორციელდება საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don't Worry, Be Healthy!", ანა ფრანკის სახლის და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ახალგაზრდების გათვითცნობიერება ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ადამიანის უფლებები, მრავალფეროვნება და დისკრიმინაცია.
პროექტის ფარგლებში ჰოლანდიურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა „ანა ფრანკის დღიური", რომელიც რიგდება საქართველოს 10 ქალაქის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში, ამავე ქალაქებში ეწყობა „ანა ფრანკის სახლი ამსტერდამიდან" ქართულენოვანი მოძრავი გამოფენა.
წყარო: ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი
 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)