თბილისი. 22-26 ივლისს, პირველი დახმარების პროექტის ფარგლებში, წითელი ჯვრის პირველი დახმარების მასტერ ინსტრუქტორმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცენტრალურ ოფისში პირველი დახმარების მასტერ ინსტრუქტორთა ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგში მონაწილეობდნენ პირველი დახმარების მოხალისე ტრენერები წითელი ჯვრის საზოგადოების რვა ფილიალიდან:რუსთავი, გორი, სენაკი, ქუთაისი, ბათუმი, ამბროლაური, მესტია და თბილისი, ასევე ორგანიზაციის ჯანდაცვის განყოფილების თანამშრომლები.
ხუთი დღის განმავლობაში, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სამუშაოების დროს, ტრენინგის მონაწილეებმა დახვეწეს პირველი დახმარების ტრენერთა-ტრენერისთვის აუცილებელი ურან-ჩვევები, გეგმავდნენ და მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახის პრაქტიკულ და სიმულაციურ ვარჯიშებში.
ტრენინგის დასასრულს, თითოეული მონაწილე შეფასდა როგორც ტრენინგის ორგანიზატორების, ასევე ჯგუფის წევრების მიერ და დასასრულს მასტერ ინსტრუქტორთა სერტიფიკატები გადაეცათ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში