9 -11 და 16-18 ივლისის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ" რეგიონული პრობლემატიკის მედიატური გამართა. მედიატურში მონწილეობა 20–მდე ჟურნალისტმა მიიღო, რომლებმაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონები მოიარეს.
მედიატურის მიზანი იყო, რეგიონებში ჩასვლის შედეგად აღმოჩენილი პრობლემებისა თუ სიახლეების გაშუქება. გამარჯვებული სამი ნამუშევარი ჯილდოსაც მიიღებს: პირველი ადგილი – 800 ლარი, მეორე ადგილი – 500, მესამე კი– 250 ლარი.
მედიატურის დასრულების შემდეგ მონაწილე ჟურნალისტების მიერ მომზადებული ნამუშევრების ნახვა დაინტერესებულ პირებს ქსელის საიტზე შეუძლიათ.
წყარო: cso.ge