თბილისი. 30 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის რიგით მესამე პლენარული განხილვა გაიმართა. სხდომა ახალგაზრდული პარლამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გახსნა. სხდომის გახსნის შემდეგ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ახალგაზრდული პარლამენტის საქმიანობის შედეგები განიხილა და დეპუტატებთან ერთად შეაფასა.
პლენარულ სხდომაზე წარადგინეს, განიხილეს და კენჭი უყარეს ევროინტეგრაციის, ეკონომიკის, განათლებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ინიციატივებს.
სხდომის დასასრულს აირჩიეს სექტემბრის თვის სპიკერი, რომელიც ხმათა უმრავლესობით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გახდა.
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის 2013 წლის მოწვევა საქმიანობას გააგრძელებს სექტემბერში, საშემოდგომო სესიის გახსნის შემდგომ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში