აჭარა. 30-31 ივლისს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით თვითმმართველ
ქალაქ ბათუმის 13 ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობასთან ერთად ქალაქის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობდა.
ბათუმის მოსახლეობის უშუალო ჩართვა განაპირობებს დოკუმებტის რაციონალურად შემუშავებას, რადგან მოსახლეობის მიერ დასმული საკითხების გათვალისწინებით მოხდება აღნიშნულ დოკუმენტის მომზადება. მოსახლეობა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ქალაქ ბათუმის განვითარების, მიზნებისა და ხედვების შემუშავებაში. დოკუმენტის საბოოლოო სახის მიღებამდე მოსახლეობასთან კიდევ რამდენიმე შეხვედრა იგეგმება.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აღნიშნულ აქტივობას, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" - ფარგლებში ახორციელებს.