en
ge

საერთაშორისო გამჭვირვალობის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ  ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში. სარჩელით ორგანიზაცია  მოითხოვს აჭარის 2013 წლის ბიუჯეტში 24 ივლისს შეტანილი ცვლილებების შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების შეჩერებას. 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ გამჭვირვალობამ განცხადება ჯერ კიდევ 24 ივლისს გამოაქვეყნა – „საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის" 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში. გარდა ამისა, დაუშვებელია იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, ასევე, არაგეგმური ტრანსფერების ინიცირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)