en
ge

დემოკრატიული მესხთა კავშირის უფასო იურიდიული დახმარება

სამცხე–ჯავახეთი. დემოკრატიულ მესხთა კავშირის სამართლებრივი კონსულტაციის ცენტრის იურისტებმა სოფელი კარწახის მოსახლეობას უფასო იურიდიული კონსულტაცია შესთავაზეს. შეხვედრა ჩატარდა პროექტ – „უფასო იურიდიული დახმარება სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლებს" –ფარგლებში. პროექტის ფარგლებში ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს სამი სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას სთავაზობს: უფასო სამართლებრივ კონსულტაციებს; წერილების და განცხადებების მომზადებას სხვადასხვა სამსახურებში წარსადგენად; ნებისმიერი სახის სარჩელის მომზადებას; სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სერთიფიცირებული იურისტის, უფასო, წარმომადგენლობას სასამართლოში, კერძო და საჯარო სამსახურებში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)