თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა
– საქართველომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს უკანონო ფარული ჩანაწერების განადგურების
საკითხების შემსწავლელი
კომისიის შეხვედრის შესახებ. „სადაც გადაწყდა, რომ მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები
15 აგვისტომდე განადგურდება.
მნიშვნელოვანია, რომ კადრების განადგურების საკითხებთან
დაკავშირებულ შემდგომ ეტაპებზე ჩართული იქნება პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ახალი
ინსპექტორი თამარ
ქალდანი.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და კომისიამ მიიღეს
გადაწყვეტილება, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც
მთავრობას ევროკავშირის სპეციალურმა
მრჩეველმა თომას ჰამარბეგმა
წარუდგინა, შესრულდება", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში