en
ge

„გაერთიანება წყლის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად“ – ამხანაგობა

გურია. „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა" (სდგკ) პროექტის - „გაერთიანება წყლის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად" - ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა პირველი ამხანაგობა ოფიციალურად დააფუძნა. 30 ივლისს, შემოსავლების სამსახურმა რეგისტრაციაში გაატარა „ოზურგეთის, გ. ეპისკოპოსის ქ. #25 მრავალბინიან სახლში საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა". აღსანიშნავია, რომ სულ პროექტის ფარგლებში ოზურგეთში ასეთი მინიმუმ 20 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნაა დაგეგმილი და გათვალისწინებული. სდგკ ამ პროექტს „გურიის მედიატორთა ასოციაციასთან" ერთად ახორციელებს კოალიციურ რეჟიმში, „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) ფინანსური მხარდაჭერით, ამერიკელი ხალხის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს'" (USAID) საშუალებით გაწეული დახმარებით.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)