იმერეთი. ქუთაისის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა წიგნის „საქართველოს დემოკრატიზაციის
გზამკვლევის" პრეზენტაცია. სტატიათა
კრებული დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მიერ მომზადდა და გამოიცა. გზამკვლევში
თავმოყრილია ეკონომიკური, სტიქიური, დემოკრატიული და სხვა თემატიკა.
წიგნის
პრეზენტაცია და ხალხთან შეხვედრა, ექსპერტთა კლუბმა,
ივნისის თვიდან, ქალაქ ბათუმიდან დაიწყო და ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა დემოკრატიული
ჩართულობის ოფისებში
გამართულ ღია დისკუსიას დაესწროს.