თბილისი. განვითარებისა და
დემოკრატიის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც უწყებათაშორისო კომისიას,
ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს მიმართავს. განცხადებაში
საუბარია ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის
შესახებ" კანონში ცვლილებებზე. „სამწუხაროდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე
მუხლის მე 3 პუნქტში ცვლილებები არ ყოფილა განხილული და შეჯერებული საარჩევნო
კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილ პარლამენტის ინტერფრაქციული
ჯგუფის ფორმატში, რომლის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული, როგორც პოლიტიკური
პარტიები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლები. ...განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას,
ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ მიიღონ შესაბამისი
ზომები აღნიშნული ტენდენციის შესაჩერებლად, რათა 2013 წლის საპრეზიდენტო
არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი წარიმართოს მაქსიმალურად ჯანსაღ –
კონკურენტუნარიან გარემოში და აღმოფხვრილ იქნას ადმინისტრაციული რესურსების
გამოყენება საარჩევნო მიზნით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
წყარო: cdd.ge