en
ge

საიამ სამი ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს მიმართა

თბილისი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამი ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებებით მიმართა. საიამ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის და მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულყოფილი სახით გაცემის ფაქტზე, სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის წინააღმდეგ მიმართა. „საია მოუწოდებს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაცემის ვალდებულებას და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დაინტერესებული პირების მიერ  საჯარო ინფორმაციის  მიღების უფლებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)