თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისაგან ინფორმაციის გაცემას ითხოვდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი.
ინსტიტუტის
მოთხოვნა იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დავალდებულება გაეცა 2013 წლის 26 მარტს მოთხოვნილი ინფორმაცია ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე (ცალ-ცალკე) დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ; ინფორმაცია თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ; მოქმედი საშტატო ნუსხა თითოეული პოზიციის თანამდებობრივი სარგოს მითითებით; ინფორმაცია ხელმძღვანელის ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეულ სამივლინებო ხარჯების შესახებ;
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი „მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმების ინტერპრეტაციას".
წყარო: opendatablog.wordpress.com