თბილისი. ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ჯერარდ ფიშერმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის იაროშევიჩმა სპეციალური პრიზი წარადგინეს მშვიდობის ჟურნალისტიკაში.
პრიზის მიზანია, აღიაროს და დააჯილდოვოს კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნამუშევრები და სტიმული მისცეს ჟურნალისტებს, კონფლიქტური სიტუაციები კონსტრუქციულად გააშუქონ. მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მინიჭება მოხდება მხოლოდ ერთის აუკეთესო დაბალანსებული და მიუკერძოებელი სტატიისთვის ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში; სატელევიზიოდა/ან რადიო რეპორტაჟისთვის; ვებგვერდზე, ბლოგზე ან სოციალურ მედიაში განთავსებული მასალისთვის; ახალიამბების სააგენტოსთვის, ან ელექტრონული გაზეთისთვის მომზადებული მასალისთვის.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელს გადაეცემა სტიპენდია, რომლის მეშვეობითაც მონაწილეობას მიიღებს პროგრამის "Building Bridges/Building Capacity: Conflict Prevention in the South Caucasus” ფარგლებში გათვალისწინებულ ერთთვიან ტრენინგში.ტრენინგი გაიმართება ლონდონში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) სათავო ოფისში.
წყარო: media.ge