en
ge

ბათუმის ურბანული განვითარების გეგმა

აჭარა. 1 აგვისტოს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა თვითმმართველ ქალაქი ბათუმის ურბანული  განვითარების სტრატეგიული გეგმის შესახებ. ამჯერად სემინარს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბათუმის მკვიდრი არქიტექტორები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქის ურბანული დაგეგმარების არსებული გეგმაც განიხილეს და მასში აღმოაჩინეს ისეთი ტექნიკური ხავეზები, როგორიცაა რუკაზე ახლად შემოერთებული ტერიტორიების არ არსებობა, ქალაქის  საზღვრების გაურკვევლობა და სხვა. პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის -,,დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" (G3)  - ფარგლებში.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)