en
ge

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ტრენინგ-ლაშქრობა მოაწყვეს

სამცხე–ჯავახეთი. 25 ივლისს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის ტრენინგ-ლაშქრობა მოეწყო. ღონისძიება ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავდა მიზნად და მასში ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის 6 სკოლებიდან სულ 25 მოსწავლე მონაწილეობდა.
კლუბის წევრებმა სოფელ ურავლის ხეობა და აქ მდებარე აგარის ეკლესია მოინახულეს, შემდეგ ადიგენის სამოქალაქო კლუბის განმანათლებელმა ლონდა მაჭარაშვილმა თანატოლებს Civics.ge–ს ონლაინ ბიბლიოთეკის საშუალებით მოამზადებული თემა „გენდერი", წარუდგინა. თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა, ბოლოს კი მსმენელებმა თავიანთი დამოკიდებულება შეფასების ფურცელზე დააფიქსირეს.
,,ტრენინგ-ლაშქრობის მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ მხარის გარემოს, ისტორიას და სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრონ”, - განმარტა ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომელმა მზია ინასარიძემ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)