სამცხე–ჯავახეთი. 29-31 ივლისს, დაბა ბაკურიანში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგ-ბანაკი. 3 დღიანი ტრენინგს, საქართველოს ყველა რეგიონიდან წინასწარი კონკურსის საფუძველზე შერჩეული, 35 სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლე ესწრებოდა. ტრენიგის ყველა მონაწილე აქტიური ბლოგერია და გავლილი აქვს პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სოციალური მედიის პირველი დონის ტრენინგი.
ტრენინგის
განმავლობაში მოსწავლეებმა შეისწავლეს სოციალური მედიის ინსტრუმენტების (Video Advocacy, Livestreming,
Online broadcasting) ეფექტურად
გამოყენება სამოქალაქო განათლების პროექტებში მონაწილეობის მიზნით და მოამზადეს ვიდეო პროექტები მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე.
სოციალური
მედიის მეორე დონის ტრენინგი ორგანიზებული იყო საქართველოს ბავშვთა ფედერაციის მიერ.
წყარო: civics.ge