თბილისი. ბოშათა ქობულეთის ანსაბმლმა, სხვა მონაწილეებთან ერთად, 2012 წლის არტ–გენის ფესტივალზე, საკუთარი პროგრამა წარუდგინა მაყურებლებს.
2011 წლიდან ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" მხარს უჭერს საქართველოში მცხოვრებ ბოშათა თემების პიროვნულ, სოციალურ, კულტურულ განვითარებას და მათ ეკონომიკურ და სამოქალაქო ინტეგრაციას. ბოშათა უნიკალური კულტურის შენარჩუნებას..
2011 წელს უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა, ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „ბოშათა თემების მხარდაჭერა და განვითარება საქართველოში", რომელიც მათ ეკონომიკურ და სამოქალაქო ინტეგრაციას, პროფესიული უნარ–ჩვევებით აღჭურვასა და მათი უნიკალური კულტურის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. პროექტის ფარგლებში 2011 წლის გაზაფხულზე გაიმართა ბოშათა ფესტივალი. ასევე დაახლოებით პროექტის 60–მდე მონაწილემ გაიღრმავა მათემატიკისა და ქართულ ენის ცოდნა და ა.შ.
ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი პროექტი – „ჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართ" განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ქუთაისში მცხოვრები ბოშათა თემის ბავშვთა საჭიროებებს მოიცავდა, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტები ახორციელებდნენ. პროექტის ფარგლებში მათ გაეწიათ უფასო იურიდიული კონსულტაციები, ქუთაისის საიას ოფისის ბაზაზე ფუნქციონირებდა საკვირაო სკოლა.
წყარო: osgf.ge