en
ge

ახალგაზრდული პარლამენტის წევრები გაეროს გლობალურ გამოკითხვაში ჩაერთვებიან

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან გაეროს გლობალურ გამოკითხვაში – „ჩემი სამყარო''. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი, აგვისტოს თვის განმავლობაში რეგიონებში ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრებსა და გამოკითხვებს ჩაატარებს. კვლევის შედეგებს სექტემბერში საქართველოს მთავრობა გაეროს წარუდგენს. პროექტი საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს 2015 წლის შემდგომი გლობალური პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა მიიღონ. გამოკითხვებისა და შექმნილი ფოკუს ჯგუფების მეშვეობით, ადამიანები გაეროს მიერ შემოთავაზებული 16 მნიშვნელოვანი საკითხიდან 6 სასურველს აირჩევენ. აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილოება 194 ქვეყანამ მიიღო.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)