თბილისი. პირველი აგვისტოდან ასოციაცია „ანიკამ" პროექტის– „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა" – განხორციელება დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქმედუუნაროდ აღიარებული და ყველა სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მათი კანონიერი წარმომადგენლების (მეურვე, მზრუნველი, ოჯახის წევრი) სამართლებრივი დაცვის გარანტიების შექმნას.
იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები სხვა სოციალური ჯგუფების უფლებათა თანაბრად იქნას დაცული, ასოციაცია „ანიკასთან" შეიქმნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი უფლებების დაცვის ცენტრი", რომლის იურისტები (ადვოკატები) იზრუნებენ პროექტის სამიზნე ჯგუფის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შექმნაზე კვალიფიციური იურიდიული დახმარებისა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების გზით, უფასოდ. სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შესაძლებელი იქნება ასევე ონლაინ რეჟიმში;
დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ მიმართოთ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი უფლებების დაცვის ცენტრს" მისამართზე: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. #136 (ნაძალადევის რაიონი). ტელ: +995 32 269 45 91; ელ. ფოსტა: anika97_13@mail.ru anika97_13@mail.ru
წყარო: „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" გვერდი სოციალურ ქსელში