en
ge

პატიების საერთაშორისო დღე

ქვემო ქართლი. სიქას ორგანიზებით რუსთავისა და მარტყოფის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა რუსთავში 4 აგვისტო, პატიების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სიქას ოფისში გაიმართა პატიების თემაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება-განხილვა. დისკუსიის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე მოაწყვეს მსვლელობა. აქციის მონაწილეებმა მათ მიერ დამზადებული პოსტერების საშუალებით შეახსენეს მოსახლეობას პატიების მნიშვნელობა: „პატიების გარეშე არ არსებობს მომავალი", „მე ვაპატიე, შენ?" თემის წევრებმა პოსტერებზე სიმბოლური ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ისინიც უერთდებოდნენ ამ მოწოდებებს. 
პატიების საერთაშორისო დღის აქციის ორგანიზებაში ჩართულები იყვნენ ქართველი, ამერიკელი და ევროპელი ახალგაზრდა მოხალისეები, აგრეთვე თბილისელი სამოქალაქო კლუბების წევრები. აქცია  რუსთავის იუსტიციის სახლთან დასრულდა, სადაც მოეწყო შემაჯამებელი აქტივობა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)