სამცხე–ჯავახეთი. 26 ივლისს, ,,ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” პროექტის - „დიახ, ჩვენ შევძლებთ” შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. პროექტი, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა” ახორციელებს, მიმდინარე წლის 2 აპრილის დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.
პროექტის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის გაზრდა და მათი გააქტიურება. მასში სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 25 ახალგაზრდა მონაწილეობდა. პროექტის დასაწყისში ახლგაზრდებს ტრენინგები ჩაუტარდათ. შემდგომ გაიმართა შეხვედრები ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მცირე საგრანტო კონკურსებში. პროექტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების - არჩევნების საერთაშორისო ფონდისა და USAD-ის ხელშეწყობით განხორციელდა.შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.