სამცხე–ჯავახეთი. CENN, ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივასთან ერთად (OECI), სამცხე ჯავახეთში იწყებს საჯარო შეხვედრების ორგანიზებას შეშით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესასწავლად 2013–2014 წლების ზამთრის სეზონისთვის.
პირველი ასეთი შეხვედრა დღეს, 1 აგვისტოს, აბასთუმნის მოსახლეობასთან გაიმართება.
საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამჟამად მიმდინარეობს ახალი მიდგომების შემუშავების პროცესი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რამაც ამ მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს. იგეგმება სპეციალური პროგრამის მომზადება და ამოქმედება, რამაც პროცესი ორგანიზებული და მართვადი უნდა გახადოს. OECI–ის მიერ დაგეგმილი შეხვედრების მიზანი სწორედ ამ პროცესის მონიტორინგი, მასში ადგილობრივი საჭიროებების ასახვა, ადგილობრივი თემების ინფორმირება და მათი სრულფასოვანი ჩართვაა.
აბასთუმანში გამართულ შეხვედრაზე კითხვებს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენლები უპასუხებენ. შეხვედრას ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ინიციატივა ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში.
წყარო: cenn