სამცხე–ჯავახეთი. მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის შეთავაზების მიზნით, დემოკრატ მესხთა კავშირის იურისტებმა, შეხვედრები გამართეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი გიორგიწმინდის მოსახლეობასთან.
შეხვედრა ჩატარდა პროექტ ,,უფასო იურიდიული დახმარება სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლებს" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ. პროექტის ფარგლებში ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს სამი სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას სთავაზობს: უფასო სამართლებრივ კონსულტაციებს; წერილების და განცხადებების მომზადებას სხვადასხვა სამსახურებში წარსადგენად; ნებისმიერი სახის სარჩელის მომზადებას; სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სერთიფიცირებული იურისტის, უფასო, წარმომადგენლობას სასამართლოში, კერძო და საჯარო სამსახურებში; სატელეფონო კონსულტაციებს ON-LINE კონსულტაციას დემოკრატ მესხთა კავშირის გვერდზე სოციალურ ქსელში (www.facebook.com/UDMGeorgia ) ვებ-გვერდის (www.udm.org.ge) მეშვეობით.
წყარო: დემოკრატ მესხთა კავშირის გვერდი სოციალურ ქსელში