შიდა ქართლი.2 აგვისტოს
ასოციაცია გორის
ინვალიდთა კლუბთან
არსებულმა გორის
ახალგაზრდულმა ცენტრმა,
ნატოსა და
ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის
წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საინფორმაციო ცენტრის
დირექტორის მოადგილემ
გიორგი კეპულაძემ
ბავშვებს ნატოსა
და ევროკავშირის
ისტორიის და
საქართველოს ევროატლანტიკურ
სივრცეში ინტეგრაციის
შესახებ ესაუბრა.
ასევე ისაუბრეს
ნატოს როლსა
და მისიაზე,
საქართველოს შანსებზე
ევროკავშირში შესვლაზე
და ევროკავშირის
სიკეთეზე. ლექციის
შემდეგ ცენტრის
წარმომადგენლებმა ახალგაზრდების
კითხვებს უპასუხეს
და ნატოსა
და ევროკავშირის
შესახებ გამოცემული
ლიტერატურა გადასცეს.
შეხვედრა გაიმართა პროექტის – „ეროვნული
ინტეგრაციის გაძლიერება
საქრთველოში" – ფარგლებში,
რომელიც ხორციელდება
საქართველოს გაეროს
ასოციაციის მიერ,
აშშ-ს
საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
გორში პროექტის
პარტნიორი ორგანიზაციაა
„გორის ინვალიდთა
კლუბი".
წყარო: გორის ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში